сфера eng

sfera-stroy dom-sfera

კომპანია „სფერა-სტროი“ უკრაინა გთავაზობთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ოპტიმალური, ეკონომიკუკურად სასარგებლო ინოვაციური პროექტების შესაქმნელად!

   კომპანიის ძირითადი საქმიანობა - საცხოვრებელი სახლების და სფერიული ნაგებობების მშენებლობა გახლავთ. ეს ახალი ტექნოლოგია გახლავთ, მაგრამ ის ერთდროულად წყვეტს პრაქტიკულად ყველა პრობლემას, რომელიც კერძო, კოტეჯური და სოციალური მშენებლობის დროს გვხვდება.

   მშენებლობის სიმარტივე. ასეთი სახლის აგება არ არის  შრომატევადი სამუშაო, ტრადიციულისგან განსხვავებით. მთავარი მასალა მსგავსი მშენებლობისთვის პოლისტიროლის ბეტონი (მსუბუქი ბეტონი) გახლავთ, რომელიც იქვე სამშენებლო მოედანზე მზადდება. კედლების მოსაპირკეთებლად მზადდება ხარაჩო, რომელშიც პოლისტიროლის ბეტონს ასხამენ. ჯამში ვიღებთ ერთიან, მდგრად კონსტრუქციას. მშენებლობა მიმდინარეობს ამწე მანქანების გარეშე. შესაბამისად დანახარჯი გაწეული მშენებლობისთვის მცირდება. ხარაჩო სამი დღის განმავლობაში შრება. კარგი ამინდის ქონის შემთხვევაში კედლების დამზადება 15 – 17 დღემდე არის შესაძლებელი.

    ყველაზე დიდი მოცულობა პატარა ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს ხარჯების შემცირებას გათბობაზე, პლიუს ეკონომიას მშენებლობაზე.

    ნაგებობის მსუბუქი წონის გამო აღარ არის საჭირო მასიური საძირკველის მზადება სახლისთვის. როგორც მოგეხსენებათ ის სამშენებლო ბიუჯეტის 30 – 40 % „სჭამს“.

    არ აქვს შიდა საყრდნობები. აქედან გამომდინარე გვაქვს თავისუფლება შიდა დაგეგმარებაზე!

შენობაში შიდა ადგილმდებარეობის თავისუფლად მოწყობის საშუალება. ხშირად ხდება, რომ შენობაში ერთ ოთახში ძალიან ცხელა, ხოლო მეორე ოთახი სრულიად ჩრდილშია მოქცეული. სფერო-სახლთან  პრობლემა არ შეგექმნებათ: შესაძლებელია ოთახს მივცეთ მიმართულება, ხოლო შემდეგ დაგვრჩება მხოლოდ ფანჯრის ამოჭრა, სადაც საჭიროა.

   სტაბილურობა და სანდოობა ბუნბრივ მოვლენებისადმი, აეროდინამიკური ფორმის გამარტივებით. ასეთ ნაგებობებს კვადრატულ მეტრზე შეუძლიათ გაუძლონ 700 (!) კილოგრამი თოვლით დატვირთვას და წარმატებით გაუძლონ 250 კილომეტრ/საათში სიძლიერის ქარს. შესადარებლად: ქარიშხლის დროს, ქარის სიძლიერე იშვიათად აჭარბებს 200 კილომეტრ/საათში სიჩქარეს. საერთოდ ტრადიციული ტიპის სახლებს ქარიშხალი სახურავს ხდის, სახლი-სფეროსთვის ეს არ არის საშიში. იგი შეადგენს ერთ მთელ კონსტრუქციას და არ იყოფა სახურავსა და კედლებზე.

ასეთი მშენებლობის უპირატესობა სახეზეა. ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, თქვენ შეძლებთ დააკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა, შეუძლებელიც კი, რომელიც გაუჩნდება თქვენს დამკვეთს და ამასთან ერთად იყოთ დარწმუნებული თქვენი პროექტის საიმედოობასა და გამძლეობაში.

   ჩვენი კომპანიის ტექნოლოგიით შენების შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მოახდინოთ რეალიზაცია ყველაზე არარეალური იდეებისაც კი, ამავდროულად იყოთ დარწმუნებული  თქვენი შენობის საიმედოობასა და გამძლეობაში!